ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან უდანაკარგოდ დაბრუნდნენ

02 აგვისტო 2019, 12:22 1964 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა.

ისინი, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მისიას 7 თვის განმავლობაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდნენ.

ქართული ასეული ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი.

ქვედანაყოფი როტაციის წესით მესამე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში