ტურისტული ობიექტების მფლობელები საბანკო შეღავათებს ითხოვენ

02 აგვისტო 2019, 21:19 4109 ნახვა

საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ქობულეთში.  მონაწილეები ტურისტულ სეზონს ჩავარდნილს უწოდებენ, აქედან გამომდინარე კი საბანკო სესხების პროცენტის გადახდას აპროტესტებენ. ისინი  ბანკებს და მთავრობას დახმარებას სთხოვენ. აქციაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ მერაბ ბლადაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით ეს გამაფრთხილებელი აქციაა და თუ მთავრობა ხალხს ყურადღებას არ მიაქცევს აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში