გონიოში, ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

05 აგვისტო 2019, 12:32 3140 ნახვა

გონიოში ახალგაზრდა კაცი ზღვაში შევიდა, უკან გამოსვლა კი საშტორმო მდგომარეობის გამო ვეღარ მოახერხა. სავარაუდოდ 30  წლამდე ტურისტი, ზღვიდან მაშველებმა უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახურში უთხრეს, რომ აღნიშნული პირი  მაშველების გაფრთხილებას არ დაემორჩილა და ზღვაში მაინც შევიდა.

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ გამოძახებაზე ბრიგადა გავიდა, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის, მინდია კახიძის განმარტებით პაციენტს გულ-ფილტვის რეანიმაცია მაინც ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ. გარდაცვლილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პროზექტურაში გადაიყვანა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში