ბათუმის მერიის  მაღალჩინოსნების საქმეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე განიხილავს

05 აგვისტო 2019, 15:18 1489 ნახვა

ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსნის საქმეს არსებითად ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი  განიხილავს. სასამართლოს  ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქმე მოსამართლეს შემთხვევითი განაწილების პრინციპით ელექტრონული პროგრამით  დაეწერა.  საქმის არსებითად განხილვა ხვალ, 14 საათზე დაიწყება.  წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

 პროკურატურამ  7 მაღალჩინოსანი   იაფი სახლის პროექტის ტენდერის საქმეზე დააკავა. პროკურატურის ინფრომააცით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად ბიუჯეტიდან  მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა.     აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები, მათ შორისაა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი.

პარალელურად , თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 სექტემბერს  გაგრძელდება „ბაზის ბანკის“ წინააღმდეგ   ბათუმის მერიის  სარჩელის განხილვა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში