თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

05 აგვისტო 2019, 16:09 4022 ნახვა

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

თურქული მედიის ცნობით, დაღუპული 50 წლამდე  მამკაცია, რომელიც მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ იყო წასული.

გავრცელებული ინფორმაციით, მამკაცი თხილის შეგროვების სამუშაოებში მონაწილეობდა, რა დროსაც მას ხე დაეცა.

ფაქტზე ინფორმირებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში