ორი გარდაცვლილი და ორი გადარჩენილი - 4 ბალიანი შტორმი აჭარის სანაპიროზე

05 აგვისტო 2019, 21:06 5061 ნახვა

ზღვაზე ბანაობა აკრძალულია. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე  ამ დროისთვის  3-4 ბალიანი შტორმია, აღმართულია წითელი ალმები.  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, რაც რიგ შემთხვევებში მოწოდებადვე რჩება. დღის განმავლობაში მაშველებმა ზღვიდან არაერთი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის პირველად დრონის დახმარებით შეძლეს 29 წლის ახალგაზრდის გადარჩენა.  მაშველებმა ვერ შეძლეს  53 წლის კაცის გადარჩენა  ქობულეთში და სავარაუდოდ 30  წლამდე ტურისტის გადარჩენა გონიოში. ტრაგიკული შემთხვევების პარალელურად, საზოგადოებაში რეგულაციების გამკაცრების საჭიროებაზე ალაპარაკდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში