არჩილ ვანაძის ახლობლები სასამართლოსთან აქციას მართავენ

06 აგვისტო 2019, 13:40 2019 ნახვა

ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა გრძელდება.

სასამართლოსთან არჩილ ვანაძის ახლობლები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ მერიის ყოფილი თანამშრომელი უდანაშაულოა და გირაოს სანაცვლოდ უნდა გაათავისუფლონ. 

სასამართლოში დღეს საქმის არსებითი განხილვაა.ბათუმის მერიის  მაღალჩინოსნების საქმეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველ ივნისს დაიწყო.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში