თურქეთში, შტორმის დროს ზღვაში საქართველოს მოქალაქე დაიხრჩო

06 აგვისტო 2019, 16:25 1725 ნახვა

თურქეთში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე დაიხრჩო. იგი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან იყო. როგორც ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში გუშინ ძლიერი შტორმის დროს დაიხრჩო.

„მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, რათა ცხედრის გადმოსვენება მოხდეს სამშობლოში. შემთხვევა რიზეს ოლქში, გუშინ მოხდა", - ამბობს დავით გოგუა.

ლაშა მალანია რიზეში სამუშაოდ იყო წასული.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში