„ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ“- ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს

06 აგვისტო 2019, 17:52 1717 ნახვა

ტელეკომპანია ტვ პირველის დამფუძნებელი პროკურატურაში დაიბარეს.  ამის შესახებ ვატო წერეთელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

"პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ !

ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ!" - წერს ტვ პირველის მფლობელი, ვატო წერეთელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

გავრცელებული ინფრომაციით, წერეთელი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უნდა გამოკითხოს.

TV პირველის მფლობელი, ვახტანგ (ვატო) წერეთელი იმ კომპანიების მფლობელია, რომლებიც თიბისი ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში