ბათუმში საფეხბურთო სტადიონის ფასადის შეფუთვა სრულდება

06 აგვისტო 2019, 18:10 1593 ნახვა

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო  სტადიონის ფასადის შეფუთვა თითქმის დასრულებულია.  მინდვრის  საფარის მოწყობა  კი თვის ბოლოს დაიწყება. ამავე პერიოდში დამონტაჟდება სადრენაჟე სისტემაც.

სამშენებლო კომპანიაში  ამბობენ, რომ  სტადიონის მშენებლობა წინსწრებით მიმდინარეობს და შესაძლოა ის 2020 წლის თებერვალში დასრულდეს.

ხელშეკრულებით კი დასრულების ვადად  2020 წლის ოქტომბერია განსაზღვრული. შპს სტადიონის ინჟინერ კონსტრუქტორის თქმით 2019 წლის იანვარში ან თებერვალში ტექნიკური სამუშაოების ტესტირება მოხდება.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.   პროექტის  საერთო ღირებულება თითქმის 100 მილიონი ლარია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში