„რუსთავი 2“-ის საქმე - მედია ექსპერტები ზეწოლაზე საუბრობენ

06 აგვისტო 2019, 21:17 1389 ნახვა

ვრცელდება ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი ორში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე. მაგალითად, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში“   არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი  აქვეყნებს პოსტს:  ,,გაშვებების სერია დაიწყო, ხვალ ჩვენი რიგი მოვა“ - წერს ნოდარ მელაძე.  რუსთავი ორიდან უკვე გათავისუფლდა არხის იურისტი თამთა მურადაშვილი. კოალიციაში   "მედიის ადვოკატირებისთვის"     შემავალი 11 მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

ისინი რუსთავი  2"-ის საქმის გამოძიების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისკენ  მოუწოდებენ პროკურატურას.  საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს და არხის იურისტის სამსახურიდან გათავისუფლებას, შვებულებაში მასთან შეთანხმების გარეშე გასვლას უკავშირებს, რუსთავი ორის დირექტორი, პაატა სალია. მისივე თქმით, არხზე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, მათ შორის არც საინფორმაციო სამსახურის უფროსის შემთხვევაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში