დღესასწაულს აღნიშნავენ დაგვაში მცხოვრები ბერძნები

28 აგვისტო 2016, 00:00 4564 ნახვა

მარიამობასთან დაკავშირებით გუშინ საზეიმო ღონისძიება გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში. ღონისძიებაში  ინდივიდუალური შემსრულებლები და საბრძნეთიდან  სპეციალურად  ამ დღისთვის  ჩამოსული ბერძენი  ემიგრანტები მონაწილეობდნენ. სტუმრებს ტრადიციული კერძებითა და ნუგბარით გაუმასპინძლდნენ. ეს დღე საზეიმოდ სოფელ დაგვაში ყოველწლიურად აღინიშნება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში