ჩვენი ერის კონსოლიდაციით, მუხლჩაუხრელი შრომით ჩვენ მივაღწევთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას - მამუკა ბახტაძე

07 აგვისტო 2019, 19:06 1356 ნახვა

ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია, ასეულობით ქართულისოფლის განადგურება და ათეულობით ათასიდევნილი მოქალაქე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს ეხმაურება.

''11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. 
ამ ომმა შეიწირა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის,მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და დაგვიტოვა მოუშუშებელი ტკივილი.

ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე,უზრუნველყოს მშვიდობა და აარიდოს ქვეყანას განსაცდელი.

სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არა თუ არ გააკეთა, არამედ თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით,საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი;

ჩვენი ერის კონსოლიდაციით, მუხლჩაუხრელი შრომით, გაცხადებული მიზნების მიღწევით,საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებით და მშვიდობიანი განვითარებით ჩვენ მივაღწევთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას.

პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირების უკვდავ სახელებს.

დიდება გმირებს!'' - წერს პრემიერ მინისტრი  მამუკა ბახტაძე  ფეისბუქგვერდზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში