რუმინეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, ლატვიასა და ეგვიპტეში აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

09 აგვისტო 2019, 11:26 1367 ნახვა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთში, ბუქარესტის ეროვნული თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ მოეწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე -11 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა.
 
ასევე, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ნორვეგიაში საქართველოს საელჩოში რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტო- გამოფენა და მოკლე დოკუმენტური ფილმის „ცხოვრება მავთულხლართებთან ერთად“ ჩვენება გაიმართა.
 
ღონისძიებას ნორვეგიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს საელჩოებმა 2008 წლის ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლეს  ნიდერლანდებში, ლატვიასა და ეგვიპტეშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში