ბსუ-ს მეცნიერ-თანამშრომელი შიმშილობას აგრძელებს

09 აგვისტო 2019, 11:09 1125 ნახვა

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო  კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ -თანამშრომელი შიმშილობას აგრძელებს.  უჩა  ოქროპირიძე  ამბობს, რომ მისი მოთხოვნები უცვლელია, იგი  მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომას ითხოვს. მისი თქმით, 20 ივნისს  მთავრობამ ხალხს პროვოკაცია მოუწყო და შემდეგ ამისთვის  მოქალაქეები დასაჯა.

ოქროპირიძე თბილისში მიმდინარე აქციას უერთდება. მისი ინფორმაციით, მხარდაჭერას უცხადებენ ოპოზიციური პარტიები, ასევე გუშინ დაუკავშირდნენ ადგილობრივი მთავრობიდან და დაპირდნენ, არსებობის შემთხვევაში პირადი სოციალური პრობლემების მოგვარებას. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში