მერიის მაღალჩინოსნების საქმე

08 აგვისტო 2019, 21:06 1251 ნახვა

ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს, რისთვისაც მათ სამი საათი დასჭირდათ.

პროკურორმა სასამართლოს საქმეში არსებული ფაქტობრივ გარემოებები გააცნო. ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება დაცვის მხარე. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულების ნაწილმა. ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მათი მიზანი ქალაქისთვის მხოლოდ კარგი საქმის კეთება იყო.

ადვოკატებს აინტერესებდათ, რატომ არ არის პასუხისგებაში მიცემული იმ უცხოური კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც იაფი სახლის ტენდერის საქმეზე თანხის მითვისებაში ფიგურირებს. პროკურატურის ინფორმაციით, ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე მეწარმე სუბიექტების მხრიდან სახელწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების შესაძლო ფაქტზე, ბრალდებულების წინააღმდეგ კი უტყუარი მტკიცებულებები გააჩნიათ.

ქალაქის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს და კიდევ 6 მაღალჩინოსანს გამოძიება იაფი სახლის საქმეზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება, რის გამოც მუნიციპალიტეტმა მილიონზე მეტ ლარით იზარალა. მომდევნო პროცესზე სასამართლო ბრალდების მტკიცებულებებს გამოი8კვლევს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში