სასამართლომ პაატა უგრეხელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

09 აგვისტო 2019, 13:27 1371 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის სააგენტოს ყოფილი უფროსის, პაპუნა უგრეხელიძის მოთხოვნების ნაწილი დააკმაყოფილა. უგრეხელიძე ყოფილი თანამშრომლისგან, ეკატერინე მესხიძისგან სხვადასხვა ტელეეთერით გავრცელებული განცხადებების უარყოფას მოითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეკატერინე მესხიძეს დაევალა სხვადასხვა მედიით უარყოს ბრალდებები უგრეხელიძის მიმართ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას უგრეხელიძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გამოეხმაურა. უგრეხელიძე წერს, რომ, სასამართლომ 6 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 სრულად დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ მისი  საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის პერიოდში არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. ეკატერინე მესხიძეს დაევალა 5 ტელეკომპანიაში საჯაროდ უარყოს ერთი წლის წინ გაჟღერებული ცრუ, უსაფუძვლო და გამოგონილი ბრალდებები.

ეკატერინე მესხიძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს, სადაც ამბობენ, რომ სასამართლოში უგრეხელიძე ითხოვდა კონკრეტული განცხადებების უარყოფას.

ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია არსობრივად, შეავიწროვა თუ არა სექსუალურად უგრეხელიძემ მესხიძე სამუშაო ადგილზე. საია-ში მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მის გასაჩივრებას გეგმავენ.

2018 წელს უგრხელიძე მისმა ყოფილამ თანამშრომელმა ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. რის შემდეგ,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

საქმე  შეისწავლა სახალხო დამცველმაც და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სექსუალურ და სქესის ნიშნით შევიწროებას. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში