პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

09 აგვისტო 2019, 15:07 1426 ნახვა

ნიკა გვარამია პროკურატურაშია დაბარებული. მას საგამოძიებო უწყებაში დღეს ელოდებიან სადაც ბრალის დადგენილებას გააცნობენ, ამის შემდეგ კი როგორც პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სასამართლოს მიმართავენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.  

ცნობილია, რომ  პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ორი განცხადებაა  შეტანილი.  პროკურორ ამირან გულიას  განცხადებით,  საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის  ნინო ნიჟარაძის ადვოკატისა და არხის ამჟამინდელი დირექტორის  პაატა სალიას განცხადებები. საუბარია ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში