"აქ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები"- პაატა სალია

09 აგვისტო 2019, 16:58 1920 ნახვა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეში დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იკვეთება. სალიას განმარტებით ის გარემოებები რაც მან მოისმინა ცალსახად მიუთითებს, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული.

"ის გარემოებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ კომპანიის კუთვნილი თანხები, ვგულისხმობ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი თანხები აკუმულირდებოდა სხვა კომპანიაში, შემდგომ ამ სხვა კომპანიის მიერ ხდებოდა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც გადაეცემოდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დირექტორს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული და შესაბამისად, კვალიფიკაციაც და საბოლოოდ დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი, ამასთან დაკავშირებით, დაადგენს სასამართლო, მე ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია ვთქვა, რომ აქ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები"-განაცხადა პაატა სალიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში