პროკურატურა გეგმავს სასამართლოს ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართოს

09 აგვისტო 2019, 18:09 1818 ნახვა

პროკურატურა გეგმავს სასამართლოს ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართოს.  საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატისა და ტელეკომპანიის ამჟამინდელი დირექტორის განცხადებები, რის მიხედვითაც პროკურატურა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს, რა დროსაც გამოძიების მტკიცებით, „რუსთავი 2“ ვერ მიიღო 6 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი.  

პროკურორის განცხადებით, ნიკა გვარამია მეგობრებთან აფორმებდა ხელშეკრულებებს, თანხები ირიცხებოდა სხვა კომპანიის ანგარიშზე, რაც არის არხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება.  

თავად „რუსთავი 2“ -ის ყოფილი დირექტორი ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და პირად შეურაცხყოფად აღიქვამს და პროკურატურის მოქმედებაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს. ტელეკომპანიის ამჟამინდელი დირექტორის განცხადებით, იგი გამოძიების დასრულებას დაელოდება თუმცა აღნიშნავს, რომ კომპანიაში სავალალო ფინანსური მდგომარეობა დახვდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში