ნაფიცი მსაჯულები დღეს ვერ შეარჩიეს

09 აგვისტო 2019, 18:01 1154 ნახვა

ბათუმიის საქალაქო სასამართლოში ნაფიცები ისევ ვერ შეირჩა. 9 კანდიდატიდან 7-მა თვითაცილება ითხოვა, დანარჩენ კანდიდატებზე კი მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაკომპლექტება თითქმის 7 თვეა მიმდინარეობს და ამ დროისთვის მხარეები მხოლოდ 4 კანდიდატზე შეჯერდნენ.

იმ შემთხვევაში თუ თვე ნახევარში ნაფიცები ვერ ვერ შეირჩა, ბრალდებულები საპატიმროებს დატოვებენ, თუმცა სასამართლოში საქმის განხილვა გაგრძელდება. დაცვისა და ბრალდების მხარემ სულ 14 ნაფიცი უნდა შეარჩიოს და მათ ვერდიქტი სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გამოიტანონ.

საქმე ეხება გასული წლის დეკემბერში მომხდარ შემთხვევას - 3 პირს ბრალად კაცის მძევლად აყვანა და ძარცვა ედებათ. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ბათუმში სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოიტანონ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში