სასამართლო გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

10 აგვისტო 2019, 21:58 1501 ნახვა

ამ წუთებში სასამართლო ნიკა გვარამიასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს.  თავად „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი კი გირაოს გადახდას არ აპირებს.  პროკურორის თქმით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ ბინების ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებამ მას კითხვა არ დაუსვა.

მისი განმარტებით, გამოძიების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა "ინტერ მედია პლიუსის" დამფუძნებლებთან და ხელმძღვანელობასთან სხვა სახის ურთიერთობა, გვარამიამ უპასუხა, რომ არ ჰქონია. ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წარუდგინა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში