იარაღი და საბრძოლო ვაზნები პოლიციამ ბათუმში 31 წლის ქალის ჩხრეკისას ამოიღო

11 აგვისტო 2019, 12:30 5394 ნახვა

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბათუმში 31 წლის ქალი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით "პარაბელიუმის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც ექსპერტიზაა დანიშნული. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში