თავისუფლება გირაოს სანაცვლოდ

11 აგვისტო 2019, 12:25 1125 ნახვა

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000- ლარიანი გირაოთი შეუცვალეს. მისი განცხადებით, პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის შედეგადაც, ის პატიმრობიდან გათავისუფლდა. ბეჟან ლორთქიფანიძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 25 ივლისს 5 პირი დააკავეს, მათ შორის მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე. მათ მიმართ წარდგენილი ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. 27 ივლისს კი საქალაქო სასამართლომ ამ ადამიანებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში