გადადებული ავიარეისი

29 აგვისტო 2016, 00:00 3427 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვლავ არ შესრულებულა. ჩარტერულ ფრენებს კომპანია “სქაიბასი” ასრულებს. კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ფრენები თვითმფრინავის გაუმართაობის გამო ვერ სრულდება და დღეს გახდება ცნობილი როდის შეძლებენ მგზავრები ბათუმის დატოვებას. მგზავრები სხვადასხვა სასტუმროში არიან გადანაწილებული. 

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში