კანარის კუნძულებზე ხანძარმა 900 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა

12 აგვისტო 2019, 10:36 1352 ნახვა

900 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა  კანარის კუნძულებზე ხანძარმა. სტიქიის ზონიდან 1000-ზე მეტი ადამიანია  ევაკუირებული. ცეცხლის ჩასაქრობად ხელისუფლება თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს იყენებს.

პოლიცია აცხადებს, რომ ხანძარი სავარაუდოდ ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების მიერ მეტალების შესადუღებელი ელექტრომოწყობილობის გამოყენების გამო გაჩნდა.

„ევრონიუსი“ წერს, რომ სამართალდამცველებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში