პრემიერლიგის ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 26 წლის ინგლისელი ჰარი მაგუაერია

12 აგვისტო 2019, 15:51 2034 ნახვა

ინგლისსში დასრულდა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი. ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის პერიოდში ინგლისში ყველაზე  ძვირადღირებული ტრანსფერი ,,მანჩესტერ იუნაიტედმა’’ განახორციელა.  ,,წითელმა ეშმაკებმა’’  87 მილიონი ევროს სანაცვლოდ ,,ლესტერიდან’’  26 წლის ინგლისელი ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაერი დაიმატეს. 26 წლის ინგლისელმა მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაყიდული მცველის სტატუსიც მიიღო.

წარმოგიდგენთ პრემიერლიგის ზაფხულს სატრანსფერო ფანჯრის  ყველაზე ძვირადღირებულ 10 ტრანსფერს:

  • 1.ჰარი მაგუაერი - 26 წლის   - ‘’ლესტერიდან’’ --- ‘’მანჩესტერ იუნაიტედში’’ 87 მილიონი ევრო
  • 2.ნიკოლა პეპე - 24 წლის - ,,ლილიდან’’ --- ‘’არსენალში’’  80 მილიონი ევრო
  • 3.როდრი  - 23 წლის  - ‘’ატლეტიკოდან’’ --- ,,მანჩესტერ სიტში’’  70 მილიონი ევრო
  • 4.ჟოაო კანსელო - 25 წლის - ‘’იუვენტუსიდან’’ --- ‘’მანჩესტერ სიტში’’  65 მილიონი ევრო
  • 5.ტანგი ნდომბელე - 22 წლის -  ‘’ ლიონდიან’’ --- ‘’ტოტენჰემში’’  60 მილიონი ევრო
  • 6.აარონ ვან-ბისაკა - 21 წლის - ‘’კრისტალ პალასიდან’’ --- ‘’მანჩესტერ იუნაიტედში’’ 55 მილიონი ევრო
  • 7.იური ტილემანსი - 22 წლის - ,,მონაკოდან’’ --- ‘’ლესტერში’’ 45 მილიონი ევრო
  • 8.მატეო კოვაჩიჩი - 25 წლის - ,,რეალიდან’’ --- ,,ჩელსიში’’ 45 მილიონი ევრო
  • 9.ჟოელიონტონი - 23  წლის -  ‘’ჰოფენჰაიმი’’ --- ,,ნიუკასლი’’ 44 მილიონი ევრო
  • 10.სებასტიან ჰალერი - 25 წლის - ‘’აინტრახტი’’ --- ,,ვესტ ჰემი’’  40 მილიონი ევრო

ინგლისურმა კლუბებმა 10 ფეხბურთელის სანაცვლოდ  ჯამში 591 მილიონი ევრო დახარჯეს.

სტატია მომზადებულია ტრანსფერმარკეტ.დეს ინფორმაციის მიხედვით.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში