საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატამდე სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს

12 აგვისტო 2019, 22:11 1965 ნახვა

საქართველოს რაგბის ნაკრებმა იაპონიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდი ანტალიაში დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.

თურქეთში ნაკრებმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა. ფიზიკური მომზადების გარდა, მილტონ ჰეიგი დროს ვიდეო-ანალიზების განხილვასაც უთმობდა . გუნდი 19 აგვისტომდე დაისვენებს და შემდეგ სამშობლოში  მოსამზადებელ პერიოდს ისევ განაახლებს.

საქართველოს სარაგბო ნაკრები იაპონიაში გამგზავრებამდე 3 საკონტროლო მატჩს გამართავს.  27 აგვისტოს საქართველოსა რუსეთის სარაგბო ნაკრებებს უნდა ეთამაშათ, თუმცა რუსეთის რაგბის ფედერაციის გადაწვეტილებით მატჩი გაუქმდა. საქართველოს რაგბის კავშირმა შემცველელი იპოვნა, 27 აგვისტოს ‘’ბორჯღალოსნები’’  თბილისში ,,მიხეილ მესხზე’’  პრო-14-ის სამხრეთ აფრიკულ ,,საუზერნ კინგსს’’ დაუპირისპირდება.

31 აგვისტოს საქართველოს სარაგბო ნაკრები მეორე მატჩს ‘’დინამო არენაზე’’ შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. შოტლანდია იქნება ტიერ-1 პირველი ნაკრები, რომელიც საქართველოში ჩამოვა.

6 სექტემბერს კი საქართველო შოტლანდიას გასვალზე ესტუმრება და ამით დაასრულებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდს.

იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო ..დ’’ ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯის და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად  იასპარეზებს. პირველ შეხვედრას ‘’ბორჯღალოსნები’’ 23 სექტემბერს უელსის წინააღმდეგ გამართავენ.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში