სარფში არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

14 აგვისტო 2019, 10:24 1165 ნახვა

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში 170 ათას 128  ლარის ღირებულების არადეკლარირებული 2 კილოგრამზე მეტი  ოქროს საიუველირო და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში