7 აგრარულ ბაზარში  კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა

15 აგვისტო 2019, 10:12 1280 ნახვა

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობების დარღვევის გამო საქართველოს მასშტაბით 37 აგრარული ბაზარი  დაჯარიმდა, აქედან 7 შემთხვევაში აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობის ფაქტი, რისთვისაც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა ბათუმის აგრარულ ბაზარშიც, რის გამოც ბიზნესსოპერატორს გაფრთხილებაც მიეცა, თუმცა კრიტიკულ შეუსაბამობას ადგილი არ ჰქონია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  მიმდინარე წელს სულ 100 სახელმწიფო კონტორლი ჩაატარა რომლებიც როგორც ინსპექტირებას ისე დოკუმენტურ შემოწმებას ითვალისწინებდა.

სააგენტოს მითითების შესრულების შედეგად, ყველა ზემოაღნიშნულ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში