ბათუმი შერეულ ორთაბრძოლებში მერვე საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

15 აგვისტო 2019, 09:54 1236 ნახვა

დღეს 21 საათზე ბათუმის ბულვარში რიგით მე-8 საერთაშორისო ტურნირი გაიმართება შერეულ ორთაბრძოლებში. შეჯიბრებაში საქართველოს, სომხეთის, ირანის და აზერბაიჯანის სულ 14 მებრძოლი იბრძოლებს. მათ შორის 7 ქართველი. გიორგი ლობჟანიძეს დღევანდელ შეხვედრაში ქამრის დაცვა მოუწევს, დავით ხუციშვილი ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლებს გიორგი ტაბატაძე კი ქამრის დაბრუნებას შეეცდება.

ასევე  მძიმე წონაში პირველად იასპარეზებს დავით მოძმანაშვილი. შეჯიბრება დღესვე დასრულება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში