"იმედის" ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი - რუსეთ-საქართველოს ომზე მომზადებულ ფილმს სოციალური აქციით ემიჯნებიან 

15 აგვისტო 2019, 12:57 3564 ნახვა

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების ინდივიდუალური, თუმცა ორგანიზებული პროტესტი სოციალურ ქსელში.  ერთნაირი შინაარსის პოსტებს  "იმედის" ჟურნალისტები საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებენ და ამით ემიჯნებიან ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ ფილმს, რომელიც აგვისტოს ომზე მომზადდა. 

"არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს! - წერენ ჟურნალისტები. 

 

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გუშინ გასული ფილმი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიცია ტელევიზიას 11 წლის წინ განვითარებული მოვლენების დამახინჯებაში ადანაშაულებს. „ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზიებს უპასუხეს ტელეიმედში.

მედიაკრიტიკის პლატფორმა, მედიაჩეკერ.ჯი-ზე კი, ვრცელი კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ფილმი რუსული ნარატივის მატარებლადაა შეფასებული.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში