რძალმა მოპარული 5000 ლარი უკან დააბრუნა

15 აგვისტო 2019, 14:54 1768 ნახვა

ქალი, რომელსაც დედამთილი ფულის მოპარვაში ადანაშაულებდა, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის ზომად 3 წლის გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც დედამთილისთვის ფულის მოპარვის ბრალდებით დააკავეს, თანხა დააბრუნა, დანაშაული  კი მოინანია, რის გამოც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და საქმე შეწყდა.

შემთხვევა ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. დედამთილის ინფორმაციით, რძალმა 5000 ლარამდე თანხა მოპარა.რძალი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა. მოსამართლე დავით კეკენაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებული ნ.ჭ. -ს სასჯელის სახით 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა განესაზღვრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში