ლანჩხუთში ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან დაგავიდა და ამობრუნდა-არიან დაშავებულები

15 აგვისტო 2019, 16:53 3819 ნახვა

ლანჩხუთში, ლესა-ჩიბათის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მძღოლი და ერთი მგზავრი. მათივე თქმით, დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ინცინდენტის გამო ცენტრალურ გზაზე ავტომობილების მოძრაობა მცირე დროით შეფერხებული იყო.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ კი კლინიკიდან გაწერეს.

ადგილზე მობილიზებული იყო  სასწრაფო  და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. მანქანა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც ბათუმისკენ მიემართებოდა.

მომხდარზე გამოძიება  276-მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების და ექსპულატაციის  წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში