აჯიკა, ტყემალი და პომიდვრის საწებელი - 6 დასახელების ქართულ პროდუქტში საღებავი აღმოჩნდა

15 აგვისტო 2019, 19:53 9913 ნახვა

საქართველოს “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, 42 დასახელების პროდუქტიდან 6-ში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

კვლევის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები შემოწმდა. ნიმუშები გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გადაიგზავნა.

იხილეთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, სადაც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. 

"სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის" ინფრომაციით, მართალია, არასაკვები საღებავები  აღნიშნულ პროდუქტში უმეტესად მცირე ოდენობითაა აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. 

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ.

ლაბორატორიული კვლევა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტი ქართველ მომხმარებლებს“ ჩატარდა. ​

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში