ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, არასაკვები საღებავები ქართული წარმოების ტყემალში

16 აგვისტო 2019, 18:06 1581 ნახვა

ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, არასაკვები საღებავები ქართული წარმოების ტყემალში. ქიმიური დანამატები, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა აღმოაჩინა, გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი დანამატები ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც ხდება. საუბარია მარნეულის ქარხნისა და „კულას“ წარმოებულ პროდუქციაზე, რომელიც ქართულ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.  

პრობლემის არსებობის მიზეზად, სპეციალისტები შესაბამისი კვლევის ჩაუტარებლობას ასახელებენ, რადგან მათი თქმით არასაკმარისი რესურსის გამო ლაბორატორიებს საღებავებზე კვლევებისთვის საჭირო ლიცენზია არ აქვთ.

კომპანიები ახალი კვლევების ჩატარებას ევროპულ ლაბორატორიებში გეგმავენ და ამ მონაცემებს პროვოკაციად აფასებენ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში