ქობულეთში ტურისტ ცოლ-ქმარს მანქანა დაეჯახა - ცოლი გარდაიცვალა

17 აგვისტო 2019, 14:26 7572 ნახვა

ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ერთი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ავარია დღეს, 17 აგვისტოს, დილის 4-საათზე მოხდა. აღმაშენებლის 554 ნომერში, ზებრა გადასასვლელთან, ფეხით მოსიარულეებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახათ. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს 40-წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ, 47 წლის მამაკაცი კი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკის მთავარი ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ბარძაყისა და წვივის მოტეხილობით შეიყვანეს კლინიკაში. მას ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა. დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

გარდაცვლილი და დაშავებული ცოლ-ქმარი იყო, ისინი ქობულეთში დასასვენებლად იყვნენ ჩასულები.

სავარაუდოდ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე  გამოძიება 276-მუხლით მე-6 ნაწილით დაიწყო.  მუხლი  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.. 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში