ვითარება საოკუპაციო ხაზთან- განცხადებები

17 აგვისტო 2019, 15:30 1061 ნახვა

გუგუტიანთკარში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები იმყოფებიან. ე.წ საოკუპაციო საზღვრის მიღმა მოქცეულ სოფელში მოსახლეობას დღეს,   პოლიტიკოსები და ყოფილი სახალხო დამცველი ესაუბრნენ. უჩა ნანუაშვილის თქმით,  2008 წლის ომი იარაღის გასროლის გარეშე გრძელდება. 

მისი განცხადებით, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ჩასვლა მნიშვნელოვანია. ევროპული საქართველოს ლიდერის განცხადებით კი სანამ ხელისუფლება დაკავებულია ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებით, რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში