ლაშა ტალახაძის მორიგი მსოფლიო რეკორდი

17 აგვისტო 2019, 17:38 1996 ნახვა

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ქართველმა ძალოსანმა საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობისას ატაცში 219 კილოგრამი დაძლია. ქართველმა გიგანტმა მისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

ეს რეკორდი ოფიციალური მას შემდეგ გახდება ,როდესაც ლაშა ამ წონას საერთაშორისო ტურნირზე დააფიქსირებს.

მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძე ევროპის , მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონია.

ძალოსნობაში ეროვნულ ჩემპიონატში  საქართველოს 12 რეგიონის 100 მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში