ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების უკვდავი კომპოზიციები „ბლექ სი არენაზე„

18 აგვისტო 2019, 12:10 1172 ნახვა

„ბლექ სი არენა“-ზე ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების უკდავი კომპოზიციები აჟღერდა. კონცერტის პირველ განყოფილებაში ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები: „მოვა მაისი“,“იავნანა,“ და „წარსულმა სულ თან წაიღო“ შესრულდა."ანო და ვანო" კი საღამოს კულმინაციაიყო, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. 

ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის,  ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ - ფოლკ კომპოზიციები  იყო წარმოდგენილი მეორე განყოფილებაში აფხაზეთისა და აგვისტოს ომის კადრების ფონზე  .კონცერტში ვახტანგ კახიძესთან ერთად  თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“,ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და   გოგა მესხი მონაწილეობდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში