მართლმადიდებელი სამყარო ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

19 აგვისტო 2019, 12:23 1501 ნახვა

დღეს ფერისცვალებაა. მართლმადიდებლები ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს ზეიმობენ.  ტაძრებში ხილს აკურთხებენ.  მარხვის გამო 19 აგვისტო თევზით ხსნილია. სახარების თანახმად ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ბათუმისა და ლაზეთი მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში