თურქეთში დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს

20 აგვისტო 2019, 11:33 1659 ნახვა

თურქეთში, დიარბაქირში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. აქცია გუშინ გაიმართა. დემონსტრანტები რეჯებ ტაიპ  ერდორანის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლითაც სამ ქალაქშიმერის თანამდებობიდან სამი პირი გათავისუფლდა.  ასობით დემოსტრანტი დიარბაქირის მერიასთან  შეიკრიბნენ და ერდოღანის დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. 

19 აგვისტოს, თურქეთის ხელისუფლებამ  „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირის ბრალდებით სამი ქალაქის ქურთი მერი თანამდებობიდან მოხსნა, ხოლო   400-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქურთებით დასახლებული სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ქალაქების დიარბაქირის, მარდინისა და ვანის მერებს სხვადასხვა დანაშაულში ედებათ ბრალი, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და ტერორისტული ჯგუფის პროპაგანდის გავრცელება.

ინფორმაცის როიტერი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში