დაღუპული პაციენტის დედა პროკურატურას მიმართავს

20 აგვისტო 2019, 10:30 976 ნახვა

​გულნარა სარიშვილი საკუთარი შვილის დაღუპვის გამო 15 წლის შემდეგ გამოძიების თავიდან დაწყებას მოითხოვს. დღეს პროკურატურაში 2004 წელს საავადმყოფოში გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის  მკურნალი ექიმების  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით განცხადება შეიტანა.

გულნარა სარიშვილმა ბათუმის პირველი საავადმყოფოს წინააღმდეგ შვილის დაღუპვის დროსაც იბრძოლა და ერთი ექიმი 10 თვით დააკავეს, თუმცა ამბობს რომ მომხდარის გამო სათანადოდ არავინ დასჯილა.
 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებიდან ათწლიანი ლოდინის შემდეგ გულნარა სარიშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილება წელს მიიღო, სადაც ნათქვამია რომ სახელმწიფომ მისი უფლებები დაარღვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში