კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

20 აგვისტო 2019, 17:24 1636 ნახვა

საგანგებო სამსახურის განცხადებით, კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია. უწყების ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება . ცეცხლის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მობილიზებული იყო კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები. ჯამში 10 მანქანა და 50-მდე მეხანძრე მაშველი.

''გურჯაანში, ზემო კაჭრეთში ცეცხლი ეკიდა ტყის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს. ასევე ეკალბარდს და ბალახს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მუშაობის და ხანძრის ქრობაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დროული ჩართვის შედეგად მოხერხდა ხანძრის მოკლე დროში ლოკალიზება და ტყის მასივის დაცვა.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ხანძრის ცალკეული კერების ქრობის სამუშაოებს აწარმოებენ.'' - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში