ქართული კლასიკო თბილისის ,,დინამომ’’ მოიგო

20 აგვისტო 2019, 20:51 2287 ნახვა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში  ქუთაისის ,,ტორპედომ’’ წყალტუბოში თბილისის ,,დინამოს’’ უმასპინძლა. დაძაბულ შეხვედრაში დედაქალაქბმა 1-0 გაიმარჯვეს .მატჩის ერთადერთი გოლი რიონისპირელთა კარში 29-ე წუთზე ექსტორპედოელების კომბინაციის შემდეგ გავიდა,  ნოდარ ქავთარაძის გადაცემას ლევან კუტალია გამოეხმაურა და ყოფილი კლუბის კარი დალაშქრა.

24 ტურის შემდეგ, თბილისის ,,დინამო’’ ლიდერის პოზიციას 47 ქულით დაუბრუნდა და ბათუმის ,,დინამოს’’ 1 ქულით გადაუსწრო, თუმცა დედაქალაქელებს კიდევ ერთი გადადებული მატჩი აქვთ სათამაშო ,,საბურთალოსთან’’.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში