"რუსთავი  2"- ის  წამყვანი სახეები სამსახურიდან გაათავისუფლეს

20 აგვისტო 2019, 21:02 3827 ნახვა

ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი- რუსთავი ორიდან ცნობილი ჟურნალისტები გაუშვეს. რუსთავი ორის მფლობელმა, 18 ივლისს დადებული პირობა, იმის შესახებ, რომ არხს მხოლოდ დირექტორი, ნიკა გვარამია დატოვებდა, ერთი თვის თავზე დაარღვია. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ტელევიზიას ტოვებს ყველა ის პირი, რომელიც საინფორმაციო პოლიტიკას ქმნიდა.

პაატა სალიას ბრიფინგის შემდეგ, რუსთავი ორის თანამშრომლებმა ისაუბრეს იმ დეტალებზე, რომელიც მათ გათავისუფლებას წინ უძღოდა. მათ შორის, ყველაზე ხმაურიანი, ნოდარ მელაძის მიერ გახმოვანებული ინფორმაცია იყო, რომლის მიხედვითაც, მასთან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მოლაპარაკებებს მართავდნენ.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში