ერეკლე კოდუას დედის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

21 აგვისტო 2019, 11:23 1551 ნახვა

ერეკლე კოდუას დედის, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ  სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტს. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში. 

ლაურა ღაჭავა დღეს, 14:00 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული, სადაც მას ბრალს წაუყენებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში