პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა

22 აგვისტო 2019, 10:19 1510 ნახვა

დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო 13 პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა.  4-ში  ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი გამოვლინდა.

მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  შიდა ქართლის რეგიონში სულ 31 ობიექტი შეამოწმა.  აქედან 14-ში დარღვევები არ გამოვლენილა. 17 ობიექტი კი დაჯარიმდა.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში  ბიზნესოპერატორები 2000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ ასევე  ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით განადგურება დაევალათ, რასაც სააგენტო გაუწევს ზედამხედველობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში