ბათუმში შესაძლოა პოეტ ზურაბ გორგილაძის ბიუსტი მისივე სახელობის ქუჩის სკვერში დაიდგას

22 აგვისტო 2019, 11:47 1696 ნახვა

ბათუმში შესაძლოა პოეტ ზურაბ გორგილაძის ბიუსტი მისივე სახელობის ქუჩის სკვერში დაიდგას - ამის შესახებ ქალაქ ბათუმის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე  საბჭოს წევრებმა  აჭარაში მოღვაწე სახელოვანი წინაპრების ხეივნის მოწყობასა და სკულპტურული პორტრეტების, განთავსების  საკითხზე ხელოვანებთან ერთად იმსჯელეს და საკითხის სფეროს პროფესიონალებთან ერთად განხილვაზე შეჯერდნენ.  

შეხვედრის დღის წესრიგში მოექცა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ერთ წლიანი საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ღონისძიების მოწყობის ორგანიზაციული და თემატური საკითხებიც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში