„არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“- Human Rights Watch

22 აგვისტო 2019, 13:26 1386 ნახვა

საქართველოში მშრომელთა უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშაა ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი რეგულირების გამო-წერია  Human Rights Watch-მიერ დღეს გამოცემულ ანგარიშში.

ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი მაღაროელებისა და მეშახტეების  შრომით უფლებებზე კეთდება  და აღნიშნულია, რომ სასწრაფოდ საჭიროა რეგულაციებისა და ინსპექტირების გამკაცრება მათი უფლებების  დასაცავად.

60-გვერდიანი დოკუმენტში  „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“-დეტალურადაა  აღწერილი,  შრომითი უფლებების არასაკმარისმა დაცვამ და ხელისუფლების მხრიდან შეზღუდულმა ზედამხედველობამ როგორ გახადა შესაძლებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ისეთი პრაქტიკის აყვავება, რომელიც ხელყოფს მშრომელთა უსაფრთხოებას.

„საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, შესვენების დროს, ყოველკვირეულ დასვენებას და ღამის საათებში მუშაობას და არ უზრუნველყოფს ხელისუფლების მხრიდან  შრომის პირობების სრულ ინსპექტირებას“- წერია დოკუმენტში.

ანგარიშის ავტორების აზრით, მუშების დაცვა,  მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება მთლიანად საქართველოს ხელისუფლების ხელშია.

ანგარიშში მოხვდა "ჯორჯიან მანგანეზისა" და "საქნახშირის" შემთხვევები.

ანგარიშის ავტორების რეკომენდაციით, ხელისუფლებამ უნდა გადახედოს შრომის კანონმდებლობას, რათა დააწესოს ლიმიტი სამუშაო საათებზე და აღმოფხვრას სხვა საწარმოო წნეხი, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს. ხელისუფლებამ უნდა შექმნას სრულმასშტაბიანი დამოუკიდებელი შრომის ინსპექცია. ასევე, მათი რეკომენდაციით, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელმა კომპანიებმა საქართველოში უნდა დაიცვან დასაქმებულთა უფლებები და იზრუნონ მათი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე და იმუშაონ დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში